|
2019-01-28 14:31:38, 877 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგებელმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა
გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. 2018 წელს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტები განხორციელდა, მათ შორის, 119 131 კვ.მ ფართობზე შეკეთდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 27 მისამართზე განხორციელდა; სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისა და შეკეთების სამუშაოები 34 მისამართზე ჩატარდა, ფიტნეს ტრენაჟორები კი, 12 მისამართზე დამონტაჟდა. დასასვენებელი პავილიონები 20 მისამართზე მოეწყო; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 138 პროექტი; 20 მისამართზე მოეწყო ქუჩიდან კორპუსებთან მისასვლელი კიბე და პანდუსი; ასევე, 14 მისამართზე მოეწყო ლითონის მოაჯირები, ხოლო ხუთ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელები; მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 7 მისამართზე ჩატარდა; განხორციელდა რკინის ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, სკვერი მოეწყო. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 13 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება. „მოსახლეობას დეტალურად გავაცანით, თუ რა პროექტები განხორციელდა 2018 წლის განმავლობაში. კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და თავისთავად, ამ გამოწვევების მოგვარებას მიმდინარე წელს, ახალი შემართებით შევუდექით. ანგარიშთან ერთად, მოქალაქეებს 2019 წლის ბიუჯეტზეც ვესაუბრეთ და მიმდინარე წლის გეგმები, პრიორიტეტები გავაცანით. რასაკვირველია,რაიონში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. გლდანის რაიონში გასულ წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 16 683 445 ლარი დაიხარჯა. ბიუჯეტი 99.07 %-ით შესრულდა.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)