14:24 - 16 Aug, 2026
|
2019-01-28 13:43:18, 1208 ნახვა
საზოგადოება
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგაძის ინფორმაციით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. მისივე თქმით, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, არჩევითი გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები, სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ. "მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე საგანი იქნება იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებთ სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. თუ იქნება ტექნიკური, სავალდებულო იქნება მათემატიკის ჩაბარება და თუ ჰუმანიტარული მიმართულებაა, მაშინ ისტორიის ჩაბარება მოუწევს", - განაცხადა სოფო გორგოძემ. ამასთან, 2020 წლისთვის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)