|
2019-01-28 13:22:31, 1604 ნახვა
პოლიტიკა
იზორია - 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის ძალების მობილიზება იქნება
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უწყების სტრატეგიები წარუდგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს მთავარი პრიორიტეტი ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე თავდაცვის ძალების ორგანიზება იქნება. ამასთან, იზორიას განცხადებით, მარტის თვეში საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოვა. „2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება, რაც გულისხმობს მთლიანი რესურსების ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის ამოცანების განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს უფრო ინტენსიურ უწყებათა შორის თანამშრომლობას. უკვე დაანონსდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, ეს დინამიკა არის მართლაც შეუქცევადი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)