|
2019-01-28 12:03:45, 1014 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ის აზრით კი, საერთოდ არ ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, კითხვას „საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“ – 38%-მა უპასუხა, რომ „არასწორი მიმართულებით ვითარდება“, 30%-ა აღნიშნა, რომ „საერთოდ არ იცვლება“, 29%-ის აზრით, „სწორი მიმართულებით ვითარდება“, 4%-მა კი, „არ იცის“. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება. თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში. კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)