|
2019-01-28 10:01:33, 971 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო
ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსთან და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო. საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მიზნით, 1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბაღე სკამები დაიდგა, დასასვენებელი სივრცეები დეკორატიული საჩრდილობლებით გადაიხურა. ასევე, გარე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა. დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „წულუკიძის ქუჩის მოსახლეობისთვისსაკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ადგილობრივებთან ერთად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ. გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რაიონში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ, რომელთა ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 000 ლარით დაფინანსდა.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)