|
2019-01-27 23:34:56, 1431 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ამბებს, რომელსაც რუსები ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა
"ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემაში „კვირის მთავარი“ საუბრისას განაცხადა. "ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი. ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები." - განაცხადა როს უილსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)