|
2019-01-27 16:25:59, 1365 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მან შეხვედრაზე ფორმატის ცვლილების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დააყენა, მათ შორის ჯგუფის რაოდენობის შემცირების და კონკრეტული კვოტების განსაზღვრის საკითხი, როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე მოსამართლეთა წარმომადგენლობისთვის, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლეწევრებისთვის, სახალხო დამცველისთვის, ადვოკატთა ასოციაციისთვის. "სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დამაბრკოლებელი გარემოება მოსამართლის გამწესების. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა ჩამოერთვას მმართველ კლანს მონოპოლია კანდიდატების დასახელებაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ჰქონდეს ნომინირების უფლება და არ ჰქონდეს უმრავლესობას უფლება, ეს ინიციატივა ჩააგდოს თუ არ იქნება სრული კონსენსუსი საბჭოს წევრებს შორის. დღეს არის ვითარება, როდესაც საბჭოს უმრავლესობას აქვს უფლება თავისი მოწონებული კანდიდატი გაიყვანოს, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატი ჩააგდოს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუმცა, ცვლილებათა ეს პაკეტი საბჭოს ამ შემადგენლობას არ წარედგინება, რადგან ამას აზრი არ აქვს. პაკეტს წარვუდგენთ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს და შემდგომ პლენარულ სხდომაზე",- განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)