|
2019-01-26 15:57:01, 1696 ნახვა
სამართალი
ბესელია: ნურავის ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა
„ნურავის ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატი მოსამართლეების ნაწილის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გარკვეული პირები მათ დამოუკიდებელი საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ. „ბოლო დღეებში ისმის განცხადებები, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლობას იცავენ და თითქოს, ვინმე ცდილობს, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევას. ნათლად მინდა, ვთქვა, ჩვენ ვიცავთ თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას ჩვენი ამ ბრძოლით. არავინ არ აპირებს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, თუ იმ სასტიკი რეჟიმის დროს მოსამართლეები დამოუკიდებლობაზე ხმას ამოიღებდნენ და ამას საკუთარ გადაწყვეტილებებში ასახავდნენ. ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა. ვიღაცას შეიძლება, განცდა აქვს, რომ მის სახლში შევდივართ, ეს არავის პირადი სივრცე არ არის. ქართული მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი, რომ განახორციელოს სამართლიანი სასმართლოს უფლება ყველა დონეზე. ამას ვიცავთ ჩვენ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)