|
2019-01-25 17:41:07, 1284 ნახვა
საზოგადოება
საქართვლოს საელჩო ისრაელში გამგზავრების მსურველებს მიმართავს
საქართველოს საელჩო ისრაელში, ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.; გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები ითვალისწინებს, ასევე იმ უფლებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, იხილეთ ბმული: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2255&lang=1 აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელების კუთხით ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დასადგენად ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე. საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე და გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამომგზავრებამდე, მათ შორის: ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა; ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი; მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=994 ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)