|
2019-01-25 12:06:41, 1178 ნახვა
საზოგადოება
„ქართველმა სამართალდამცველებმა კაცობრიობაში რწმენა დამიბრუნეს“ - პოლიციამ ტურისტებს მოპარული ველოსიპედები დაუბრუნა
სამართალდამცველებმა ტურისტებს თბილისში მოპარული ველოსიპედები დაუბრუნეს, - ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ერთ-ერთმა ტურისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, მას ველოსიპედების დაბრუნების იმედი არ ჰქონდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა მის მოლოდინს გადააჭარბეს. "სამართალდამცველები დაგვიკავშირდნენ და მისვლა გვთხოვეს. უცებ გავქანდით და ადგილზე მისულებს, ჩვენი ველოსიპედები დაგვხვდა. ისეთივე მდგომარეობაში, ყველა ნივთით, თერმოსიც კი ზედ იყო მიმაგრებული, როგორც ბოლოს ვნახეთ. გაგიჟებული ვარ. გულის სიღრმეში მინდოდა, რომ ჩვენი ველოსიპედები გვეპოვა, თუმცა ამის იმედი არ მქონდა. მეგონა ისინი სამუდამოდ დავკარგეთ. ქართულმა პოლიციამ ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და ჩემი რწმენა კაცობრიობაში. როგორც თავად სამართალდამცველებმა გვითხრეს, ეს მათი ღირსების საკითხი იყო. საქართველო მიყვარხარ. ეს სადმე სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო. სამართალდამცველების მადლობელი ვარ - როკ ვარსკვლავები ხართ!", - წერს ტურისტი ნიკოლი სოციალურ ქსელში. ტურისტებს ველოსიპედები 19 იავარს მოპარეს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)