|
2019-01-25 10:25:45, 1035 ნახვა
საზოგადოება
გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება
გასული წლიდან დღემდე ნაძალადევის რაიონშისხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები 31 ქუჩაზე შესრულდა. ერთ-ერთი რთული პროექტი, გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები აშენდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში,2 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონის მოეწყო, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი იგება. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, ასფალტისა და ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. რელიეფიდან გამომდინარე, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიისთვის საგზაო სამუშაოების შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა პროექტი წარმატებით სრულდება და მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევისრაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტის ღირებულება 174 793 ლარია.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)