|
2019-01-25 10:17:18, 909 ნახვა
საზოგადოება
ბაღების სააგენტო ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსა და ქმედებებს, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც ამავდროულად, საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრია და შესაბამისად, აქვს სრული მანდატი და უფლებამოსილება ოფიციალურად, მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების კონტროლი, სრულიად დესტრუქციული ქმედებებით იჭრება საბავშვო ბაგა-ბაღების სამუშაო პროცესში, იწვევს პანიკას პერსონალში და აფერხებს დაწესებულების მშვიდ, ნორმალურ გარემოში მართვას. 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილი N144 ბაგა-ბაღის შენობაში შეიჭრა და სამზარეულო ბლოკისა და პროდუქტის საწყობების დათვალიერება მოინდომა, რისი უფლებაც ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ არ მისცა და აიძულა, შენობა დაეტოვებინა. ნათელია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ბაგა-ბაღების თემატიკით საზოგადოებაში, რომლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები არიან, ეჭვი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებით უნდობლობა გამოიწვიოს. კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში, როგორც კვების, ისე ჰიგიენის, ჯანმრთელობის კონტროლისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები პერმანენტულ მონიტორინგს ექვემდებარება და ამ პროცესში, სააგენტოს ყოველდღიური კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა ჩართული. ამასთან, კომპანიას, რომელიც ბაღების კვებით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ლაბორატორიული კვლევების დასკვნები, შესაბამისი სერტიფიკატები და ყველა ის დოკუმენტი წარმოადგინოს, რითაც საკვების ვარგისიანობა და უსაფრთხოება დასტურდება. მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული მანდატით და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების კანონზომიერი მუშაობის კონტროლი მისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს",- ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)