|
2019-01-24 18:11:49, 1559 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი
ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენ ვიყოთ წამყვან ხუთეულში და სამეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ შედეგებს მიაღწევს, თუმცა არცერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის არ მისცემს ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას. „ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანები. ჩემთვის არცერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის საშუალებას არ მოგვცემს, დავამარცხოთ ჩვენი მეორე ყველაზე მტკივნეული გამოწვევა საქართველოში - სიღარიბე. მაგრამ სწორედ ასეთ საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლაა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ და შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)