|
2019-01-24 17:33:48, 1215 ნახვა
საზოგადოება
„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე, გოგონას ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“ - ნიკა ჯოჯუას მამაცობის ისტორია
ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. რა დროსაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან”მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა. „მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. მიშველე, გოგო იხრჩობა და მე ცურვა არ ვიციო, ერთი ეს მითხრა. როგორც კი გადავიხედე, მტკვარში გოგონა შევამჩნიე, რომელიც წყალში ტივტივებდა. იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე - ქურთუკი გავიხადე, იქვე ეგდო იმ გოგონას ქურთუკიც. ერთმანეთს სახელოებით გადავაბი და ვეცადე, წყალში გადამეგდო.“ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გოგონამ ქურთუკის ერთ ბოლოზე ხელის ჩაჭიდება შეძლო. „ნაპირთან რომ მოვწიე, ამოყვანა ვცადე, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, ხელი ეშვებოდა. „მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“. „არც ამ გოგონას სახელი ვიცი, არც მისი ასაკი, არც ის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა მტკვარში. როცა წყლიდან ამოვიყვანეთ და მიწაზე დავაწვინეთ, გონება დაკარგა. პატრულის მოსვლისთანავე იქაურობა დავტოვეთ, რადგან ერთ-ერთ მისამართზე გამოძახება გვქონდა“. ნიკოლოზ ჯოჯუას ამ გმირობის ამბავი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა თვითმხილველები.
(R)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)