|
2019-01-24 17:30:52, 1248 ნახვა
საზოგადოება
ჭილაძის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა. სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა. საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად სკვერი დაათვალიერა. „ვფიქრობ, ყველაზე განსხვავებული და თანამედროვე სკვერი მოვაწყვეთ. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე განახლებული რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. ეს სწორედ ის ადგილი გახდება, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს დაისვენოს და გაერთოს“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნულ მისამართზე ასევე, სპორტული მოედანი მოეწყო.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)