|
2019-01-24 16:29:54, 1442 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ვხედავ რესურსს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე გუნდში დღეს თანხმობა არსებობს
„ჩვენი გუნდის რომელიმე წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით მსჯელობა არ მომხდარა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმრავლესობაში მსჯელობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხვლაც გაგრძელდება. შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, პრაქტიკულად მთელი დრო დავუთმეთ სასამართლოსთან დაკავშირებულ მსჯელობას, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით გამოეხატა და ვფიქრობთ, რომ უკვე პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს და არის რესურსი ძირითად პრინციპებზე შეთანხმების, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ სამუშაო პროცესში და ვიხელმძღვანელოთ უზენაესი სასამართლოს დაკომპლეტების დროს გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. მსჯელობა გაგრძელდება ხვალაც, ვინაიდან მსჯელობა ჯერ არ არის დასრულებული. ვიტყოდი, რომ იყო ძალიან კონსტრუქცული შეხვედრა და როგორც გითხარით, მე, პირადად, ვხედავ რესურსს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, გუნდში დღეს არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს თავისუფლებას და ემსახურება ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)