16:09 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 15:55:00, 1185 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა ბრალს არ აღიარებს

4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნინო ტაბატაძემ განაცხადა. 

გარდაცვლილის ბავშვის დედას ლელა ქსოვრელს ბრალს დღეს წაუყენებენ. ადვოკატი მასთან იზოლატორში უკვე შევიდა. 

„რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებას, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეზობლების განცხადებები არ არის მტკიცებულება, მტკიცებულებაა ის, რასაც მე წარმომიდგენს ბრალდების მხარე და გადმომცემს. ამ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გეტყვით, რა სიმძიმისაა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება ამ აჟიოტაჟს, ჩემი ღრმა რწმენით, გასაუბრებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც დადასტურდება ის კომენტარები, რასაც აკეთებენ", - განაცხადა ნინო ტაბატაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბავშვის დედა დააკავა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics