|
2019-01-23 14:39:47, 1149 ნახვა
საზოგადოება
„დაწერილს კითხულობს მხოლოდ, მათ შორის უზრდელობებსაც“ - ხმაური თბილისის მთავრობის სხდომაზე [ვიდეო]
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გააჯევა. კალაძესა და ხაბეიშვილს შორის კამათი ბაღებში კვების საკითხს მოჰყვა. ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ აღსაზრდელებს არასათანადო კვება აქვთ. მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძის ის განკარგულებებიც მიიტანა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც მისი თქმით, უხარისხოა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს ასევე პასუხი მოსთხოვა ქალაქში არსებულ თხრილებზე, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კალაძემ ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოუწოდა სამუშაო პროცესისთვის ხელი არ შეეშალა. „დედაქალაქის მერი, რომელიც დაწერილს კითხულობს მხოლოდ და მათ შორის უზრდელობებსაც მხოლოდ დაწერილს წაიკითხავს ხოლმე, ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, რომ 60 ათას ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ეს ხაბეიშვილს არ მოუგონია, აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად. ვკითხე, რომ თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა. ასევე მნიშვნელოვანია, 13 წლის მოზარდი, რომელიც დაიღუპა, 17 მეტრიანი უკანონო თხრილი რომ იყო გათხრილი და დედაქალაქის მერიამ თქვა, რომ თურმე ახლა დააჯარიმეს და 3000 ლარით რომ ბავშვს არაფერი არ ეშველება, მე მგონი ყველასთვის გასაგები., ამაზე თუ ხედავს ვინმეს პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობაა, რომ უკანონო მშენებლობები, უკანონო თხრილები არ იყოს დედაქალაქში. დაცვას მოუხმო ბატონმა კახიმ და გაგვაძევეს დედაქალაქის მერიის მთავრობის სხდომიდან“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)