23:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 13:32:01, 1374 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე: ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია

პირველ რიგში, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელიც დაწყებულია,  - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტს ის ნეგატიურად აფასებს. 

„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და, რა თქმა უნდა, ის არ შეიცვლება - ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით. მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics