|
2019-01-23 12:44:57, 1266 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნება. გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სთხოვა. „გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი.შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება,მგზავრიჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნითგაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყონ მუშაობა დამატებითი ქუჩების განსასაზღვრად, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ. ამავდროულად, მინდა, მამუკა მუმლაძეს დავავალო, ვიდრე ქუჩების შერჩევას დაიწყებთ, ინფრასტრუქტურის მომზადებადაიწყოთ. ვგულისხმობ დამატებითი გაჩერებების მოწყობას, რათა მოცულობა გაიზარდოს და მიკროავტობუსებისთვის მზავრების აყვანა და ჩამოსმა უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქშითებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)