|
2019-01-23 10:14:18, 1305 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი: კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით
10 წელი გავიდა საქართველო- რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მან სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნეოვანია. "გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა შესანიშნავია. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 300.000 საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით. დღევანდელ შეხვედრაზე მე დავადასტურე ევროკავშირის მზაობა, გაღრმავდეს ჩვენი თანამშრიმლობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. მე ასევე მივესალმები საქართველოს მტკიცე განწყობას რეფორმების გატარების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში პროგრესის მნიშვნელობაზე. 10 წელი გავიდა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის უცვლელ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველოს მადლობელი ვარ, რომ 2019 წლის ბათუმის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს დაეთმობა და მოხარული ვიქნები საქართველოს კვლავ ვეწვიო ივლისში ამ კონფერენციაზე“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)