|
2019-01-22 18:38:20, 1182 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდა
2019 წლის 22 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესში შესატანი ცვლილებები განიხილა, ისაუბრეს შექმნილ სიტუაციაზე, ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გააცნეს. სახალხო დამცველის განცხადებით შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ: 1. მაქსმალურად ღია უნდა იყოს მოსამართლეთა კანდიდატობის მსურველთა ნომინაციების მიღების პროცესი და ყველა მოსამართლესა თუ არამოსამართლე პირს, რომელსაც აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება; 2. კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა გაიზარდოს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების როლი და პარლამენტს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც წარედგინოს. 3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებლად დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც სურთ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა, არ ქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, არც თავის სასარგებლოდ და არც კონკურენტთა საწინააღმდეგოდ. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და განიხილოს შესაძლებლობები სახალხო დამცველის როლის გასაძლიერებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესზე, მისი წარმართვისა და შეცდომების თავიდან აცილებისთვის მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)