|
2019-01-22 14:57:44, 1451 ნახვა
პოლიტიკა
„ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა“ - ელისაშვილის თქმით, საქართველომ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს
„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს. პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს კრიზისის მოგვარებაზე ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ. „ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც. მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ შორის და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)