|
2019-01-22 11:39:10, 1022 ნახვა
საზოგადოება
კასპის ქუჩა N2-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ავლაბარში, კასპის ქუჩა N2-სა და ქეთევან წამებულის გამზირის N74-ის კუთხეში მდებარე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისური ტიპის ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებ ცხრა ოჯახს შენობის ავარიულობის გამო, საფრთხე ექნებოდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შენობის სრული გამაგრება დაიწყო. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 38 445 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, სახლის დაზიანებულ ნაწილში ლითონის ელემენტებით ფანჯრისა და კარის ღიობის მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთდ გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ამხანაგობასთან ერთად, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდება შენობის დაზიანებული ნაწილი. ამ დროისთვის, დაწყებულია საძირკვლის გამაგრების სამუშაოები და გაზაფხულზე, ცხრავე ოჯახს კონსტრუქციულად მდგრად სახლს ჩავაბარებთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. კასპის ქუჩა N2-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)