|
2019-01-18 17:28:58, 1298 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ონლაინ მაღაზია გაიხსნა, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირების და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე - www.funshop.ge შეუძლიათ. მაღაზიაში შესაძლებელია, ეროვნული ნაკრების სათამაშო და გულშემატკივართა მაისურების, შარვლების, გამოსასვლელი ზედების და სხვა პროდუქციის შეძენა. ონლაინ მაღაზიაში ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქციაც არის წარმოდგენილი. უფასო მიტანის სერვისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროდუქციის შეძენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში არის შესაძლებელი. ვითიბი ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრებისთვის კიდევ არა ერთი სიახლის შეთავაზება გვაქვს დაგეგმილი. ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტია და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ასეთი მაღაზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)