|
2019-01-18 15:50:03, 1949 ნახვა
სამართალი
ბახტაძე: მიუღებელია სასამართლო თემის „პრივატიზაცია“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსამართლეების გამწესების საკითხს ეხმაურება. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისთვის მიუღებელია, რომელიმე ჯგუფმა მოსამართლეების სიის შესახებ დაწყებული საკითხის „უკანონო პრივატიზება“ მოახდინოს. „ჩემთვის მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან ეს არის საერთო საზრუნავი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერა და დადგენა საერთო ჩართულობით, რომლის მიხედვითაც, იქნებიან შერჩეული შესაბამისი მოსამართლეები. საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში, ეს დრო საქართველოში დასრულდა, დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს იმ დროში, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს ისე ალაგებდა, როგორც სურს. მივისწრაფით ევროპისკენ, რეფორმებს, რომელიც ხორციელდება, აქვს დადებითი შეფასება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)