|
2019-01-18 15:12:56, 974 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ტერიტორია და რა რთული სიტუაცია იყო აქ გამწვანების მხრივ. გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები. პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა, შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები, ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება. პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული დიზაინით, ახალი ბანერი განთავსდება. მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. ასევე, განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდება. ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)