|
2019-01-15 14:31:07, 1065 ნახვა
საზოგადოება
2019 წლის პირველ 2 კვირაში, ტექნიკური ინსპექტირება 21,276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
2019 წლის პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 21,276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (ასს) გაიარა, საიდანაც გამართულად 11,666 ერთეული ასს ჩაითვალა. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9,613 ასს, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 189 ასს. გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუკი ასს პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში. ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა. ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს 15 აპრილის ჩათვლით. ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)