|
2019-01-15 10:30:12, 1450 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის გადადების გადაწყვეტილება გუნდის წევრთა უმრავლესობამ მიიღო
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად- ეს იყო რეალური სურათი. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში - სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება. „ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემადგენლობა იმავე პრინციპების შესაბამისად განისაზღვრება, რომელთა საფუძველზეც თავიდანვე იქნა განსაზღვრული. „სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კითხვაზე, ჯდება თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში. „იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)