|
2019-01-15 10:03:36, 1989 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ. როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ მიერ წარმოდგენილი პროექტით ყველასთვის სასურველი, დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევა იქნება შესაძლებელი. „ჩვენი პროექტი ეხება პროცედურებს და აქ არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, ფილტრის მექანიზმის შექმნას იმისათვის, რომ კარგი კანდიდატები შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მნიშვნელოვანია, რომ ისე დაიხვეწოს პროცედურები, რომლებიც გამორიცხავს კლანის წევრების, მათ შორის, ჩინჩალაძის, გვრიტიშვილის, მიქაუტაძის და სხვა ისეთი ადამიანების წარდგენას პარლამენტში, რომელთა რეპუტაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)