|
2019-01-14 15:24:33, 1548 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტრის კარი ჩაკეტეს
სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტრის კარი ჩაკეტეს. მღვდელმთავრები ტაძარში არავის უშვებენ. დილიდან ტაძარში მისული მლოცველები და უცხოელი ტურისტები უკან ბრუნდებიან. როგორც ცნობილია, ტაძრის კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. სასულიერო პირი დღეს ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა. ტაძრის დაკეტვის მიზეზად, ტაძრის წინამძღვარსა და გარე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება სახელება. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარი მათ არ ხვდება და სასაუბროდ მხოლოდ ბერები გამოდიან. „მამა კონსტანტინეს, წინამძღვარს არ სურს აქ რომ გარემოვაჭრეები იყვნენ. წერილიც ჰქონდა მერიასთან მიწერილი, რომ უნდოდათ ჩვენი გაყრა და თვითონ უნდოდათ აქაურობის მართვა. პირიქით, რომ მამაომ მოგვიწოდოს ჩვენ რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს, დაგვლოცოს და ვიმეგობროთ, ამის მაგივრად გადევნა უნდა აქედან ჩვენი და ჩვენნაირი ხალხის, ყველას, ვინც გარემოვაჭრეა. ჩვენ ვიყავით მისული მამაოსთან, რომელიც არ შეგვხვდა. ასეთი პასუხი გაგვცეს, იქ მორჩილები არიან, რომ თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო. პასუხი მივიღეთ ასეთი. აქედანა არც ერთი მოვაჭრე წამსვლელები არ ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარე-მოვაჭრემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)