|
2019-01-13 18:18:46, 1621 ნახვა
პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი - საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ სახელმწიფო დროშა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს 14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე, ეროვნულ დღესასწაულად ვაქციოთ: "14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნაში, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ ან აღვმართოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოს. სამწუხაროდ, დღემდე დროშა აღიქმება, როგორც დემონსტრაციებისა და გამოსვლების სიმბოლოდ, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით კი ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად, როგორც ეს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე და დღეს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე. კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველას შევუერთდეთ საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოწოდებას, სახელმწიფო დროშის გამოფენასთან დაკავშირებით და ვაქციოთ ეს დღე ნამდვილ ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად". - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)