|
2019-01-11 17:26:36, 1672 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც ჩემ ხელფასს გადავრიცხავ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას სურს ფონდის შექმნა, რომელშიც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს. პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სხვები მის მაგალითს მიჰყვებიან. მანვე განმარტა, რომ ფონდი ქველმოქმედების და ნოვაციის ხელშეწყობის კუთხით იმუშავებს. "ასევე ვაკომპლექტებთ ჩვენს გუნდს, დაწყებულია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია. ასევე დავიწყეთ რეგიონებში გასვლა და პირველი გასვლა იყო სამეგრელოში. გაიმართა საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, ვიყავით ასევე ენგურის ხიდზე და ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია, რომ დავათვალიერეთ რუხის საავადმყოფო, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. მიმაჩნია, რომ უთუოდ პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ის უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე, რომ ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ რაღაცა ნაწილი სწორედ ამ კუთხით - ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია. პრეიზიდენტი ამ ქმედებების ერთგვარი მფარველი უნდა იყოს. მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)