20:33 - 08 Jul, 2026
|
2019-01-11 16:38:47, 1947 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ცრუ ჩვენების ბრალდებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება. როგორც ბრალდებულის მამამ კახა ღლონტმა აღნიშნა, სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნები დაიკითხნენ. "ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაეშვათ ჩემი შვილი, თუმცა დღეს ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდი. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, არასრულწლოვნები დაიკითხნენ და ამის მერე დადგა გადაწყვეტილება. ერთი რამ ვიცი, რომ აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ. არაფერი არ დასტურდება", - განაცხადა ღლონტმა. არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)