21:06 - 16 Aug, 2026
|
2019-01-11 13:19:08, 1198 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. „ღორის გრიპით“ 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
H1N1-ის ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ქუთაისის კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარდაცვლილი ბიჭის მამამ, გია ბერძენიშვილმა განუცხადა, ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა. „მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს“, - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ. ცნობისთვის, ამ დორისთვის, H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალების 14 ფაქტია ლაბორატორიულად დადასტურებული.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)