|
2019-01-10 16:40:34, 1876 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების პროცესზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საია-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული: „საია სწავლობს ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს. ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში შევიდა სკოლის შემოწმების დაწყებამდე 1 დღით ადრე. საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ინსპექტირებას საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით. საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება. მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)