|
2019-01-10 12:40:23, 1191 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - დაფიქსირდა H1N1, სხვა რთულ შემთხვევასთან ერთად
H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 22 წლის გოგოს გრიპით გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. „არსებობს ქვეყანაში კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც მე არ შემიძლია პერსონალურ ინფორმაციებზე საუბარი ღია ეთერში, თუ არ არის ოჯახის თანხმობა. აქ გარდა გრიპისა, მძიმე დაავადება იყო კიდევ, საკმაოდ რთული დაავადება. სამწუხაროდ, ეს არის მეცამეტე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სადაც H1N1 გვქონდა, მაგრამ სხვა რთულ შემთხვევასთან ერთად. ზოგადად, ტენდენცია სტაბილიზაციისკენ მიდის, როგორც ავადობის, ისე სასწრაფოების გამოძახების, სავაადმყოფოებში მდგომარეობის მიხედვით, მე მხედველობასი მაქვს მძიმე ავადმყოფები ანუ სტაბილიზაციისკენ. ის რაც ჩვენ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა გარკვეული პიკი, იანვრის პირველ კვირაში უკვე ავადობა ქვემოთ არის წამოსული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გუშინ თბილისში, ე.წ. „ღორის გრიპის“ ვირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. სალომე ქემაშვილი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)