20:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 12:43:56, 1860 ნახვა

სამართალი
ბელიაშვილზე ნაპოვნი ძაღლი გარდაიცვალა - შსს-მ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე მოქალაქემ ტომარაში გახვეული ძაღლი იპოვა. ძაღლს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ნაჯახით ჰქონდა მიყენებული.

ის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics