|
2019-01-08 12:27:59, 2182 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლეებბის სიის უკან დაბრუნებას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების სიას იუსტიციის საბჭოს უკან არ დაუბრუნებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ განმარტა, პარლამენტი საბჭოს მიერ შემუშავებულ მოსამართლეების სიაზე იმსჯელებს. მისივე შეფასებით, აღნიშნული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის სრული დაცვით შეადგინა და გადაუგზავნა პარლამენტს. „10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე შეიძლება მიუღებელი იყოს. განხილვა, რა თქმა უნდა, დაიწყება ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, დრო ამისთვის ავიღეთ და კიდევ უფრო დეტალიზირება უნდა მოხდეს რაღაც პროცედურის, რაღაც კრიტერიუმის, ეს კი ბატონო, სამსჯელო თემა არის. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ მოცემულობით, კანონის პრობლემა, საკანონმდებლო პრობლემა, ნორმისმიერი პრობლემა, ვთქვათ სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ხარვესების გარეშე შემოიტანეს სია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)