|
2019-01-07 17:38:49, 1722 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს
„ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ცრუობს, როცა მის თანამდებობიდან გადადგომას მოსამართლეთა სიას არ უკავშირებს და ახსენებს აგვისტოს თვეს, როცა თითქოს მისი სპიკერატში გადაყვანა იგეგმებოდა. „არ იცვლება ღირებულებები თანამდებობებზე და კაბინეტებზე. ეს მარტივად მესმის მე იმიტო რომ სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, რთულად ესმის იმ ადამიანებს ვინც, როგორც ჩანს კაბინეტისა და თანამდებობის გამო ყველაფერს იკადრებს და მათ შორის ისეთ სიცრუეს, რაც მე მოვისმინე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არ არის ეს ის მიზეზი(მოსამართლეების სია), რის გამოც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და იყო რაღაცა სხვა და ახსენა აგვისტოს თვე. ცრუობს ის რამდენიმე ადამიანიც ვინც ამ ხაზს გაყვა და ცდილობდა იმავე დღესვე რაღაც სხვა ვერსია შეეთხზა, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბუნებაში სხვა ვერსია არ არსებობს“, - აღნიშნა ბესელიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)