05:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-07 15:56:15, 1662 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება

„სიტყვით ძალადობა არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა, სადაც საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

კობახიძემ პატრიარქის ეპისტოლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში მნიშვნელოვანი გზავნილებია.

„მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორი გზავნილი პატრიარქის ეპისტოლეში, ერთი ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ სიტყვით ძალადობას, რაც არის სერიოზული პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა, რაც უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა  და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება და ასევე საუბარი იყო განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ასევე პატრიოტულ აღზრდაზე, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics