|
2019-01-07 14:57:50, 1352 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება
„გვექნება ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მჭიდრო კავშირი და მუდმივი კომუნიკაცია აქვს. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით, მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ზოგადად, თქვენ იცით, რომ ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)