|
2019-01-04 15:01:49, 1470 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების თაობაზე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2018 წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა და ძალაში შევიდა „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი“. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე. აღნიშნული წესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ" საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საფუძველზე მომზადა და სრულად პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და ნავსადგურებში უშიშროების უზრუნველყოფაზე. ამასთან, მთავრობის დადგენილების მიღებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება - „გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე" 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №725/2004 რეგულაციისა და „ნავსადგურების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე" 2005 წლის 26 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/65/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)