|
2019-01-04 13:18:21, 2718 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი: ფრაქციის გადაწყვეტილება იყო მიზანმიმართული ქმედება - ფოფხაძის დასჯა გამოვიდა
„ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იურიდიული კომიტეტიდან გაწვევით ფრაქციის წევრებმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიასადმი მხარდაჭერის გამო დასაჯეს. „არ არის მკაფიო ანრი ოხანაშვილის პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მისი მკაფიო პოზიცია მათ მიმართ არ მსმენია. ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის. რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა. დასჯა გამოვიდა გედევან ფოფხაძის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)