|
2019-01-03 15:10:57, 1675 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გამოვნახეთ რბილი ფორმა იმის საპასუხოდ, რომ ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი გუნდში არ იყო შეთანხმებული
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხს ეხმაურება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ფოფხაძის დანიშნვით რეგლამენტი დაირღვა. "ეს არ იყო გარიცხვა, ეს იყო გამოწვევა ფრაქციის მიერ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად ერთხმად მიიღო ფრაქციამ თავის წევრთა უმრავლესობით. სამი იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ეს გამომდინარეობდა იქიდან რომ არ იყო გუნდთან შეთანხმებული მისი პირველი მოადგილეობის საკითხი. გარდა იმისა, ამ შემთხვევაში შესაძლოა მეორე ხარისხოვანი კი იყოს, რომ რეგლამენტი და შესაბამისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო სწორედ ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არცერთ ადამიანის დღეს, რომელიც გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, პარტიის ხელმძღვანელიდან დაწყებული და გაგრძელებული ჩვენი პარტიის წევრების, არ უთქვამს ის რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს რამე სანქცია უნდა დაეკისროს. ამაზე სანქციაც კი არ არის, ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულოყო, საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)