|
2019-01-03 11:26:09, 1562 ნახვა
პოლიტიკა
ჯაში ბესელიაზე: ვიმსჯელებთ მის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ გარიცხვაზე არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა
"სხდომაზე ეკა ბესელიას გადაწყვეტილების გარშემო ალბათ იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია", - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება. "პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მივულოცო ახალი 2019 წელი და დამდეგი შობის დღესასწაული, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველი სხდომა, დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდგომ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენს წევრს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, თავს შევიკავებ შემდგომი კომენტარებისგან", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)