|
2018-12-31 15:50:48, 1308 ნახვა
საზოგადოება
Turkish Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს
თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია "Turkish Airlines", რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ოპერირებას, თბილისის მიმართულებით ფრენებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს. კერძოდ, ავიაკომპანია 2019 წლის 10 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (მარტის ბოლო კვირა), სტამბოლის ახალი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს კვირაში 37 სიხშირით, ნაცვლად კვირაში 30 სიხშირისა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Turkish Airlines-ს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 31 დეკემბერს მიენიჭა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)