|
2018-12-31 15:34:28, 1239 ნახვა
საზოგადოება
2018 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათვე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 631 ახალი შემთხვევა. სულ საქართველოში 7434 აივ ინფიცირებული პირია რეგისტირებული. მათ შორის 5564 – მამაკაცია, 1870 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3969 პაციენტს განუვითარდა, 1515 გარდაიცვალა. 30 ნოემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4550 (4019 + 526 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 47 (37 + 10 (აფხაზი ბავშვი) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 % (2967) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3446) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (830) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2719 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 942 (აქედან ზუგდიდი - 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 832 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (472); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (278); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (106) და ა.შ. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 40 - გოგონა. 27 გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)