|
2018-12-27 18:37:50, 1816 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე - ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ არ არსებობს, ის არის სიმბოლო ძველი გვარდიის
„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქართველოს მართლმსაჯულება შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში არ ჩავარდეს. „ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის, მებრძოლი ძალის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერი შექმნა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც მე სიცხიანი ჩამოვედი იმიტომ, რომ ეკასთან ერთად ვიყო, მე მგონია რომ ეკა ბესელიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ეს სურვილი და დაკავშირებული არ არის მის კერძო სიმპათიებთან. ეს არის სურვილი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მომავალთან და იმასთან რომ იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ ჩავარდეს შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)