|
2018-12-27 16:28:17, 1827 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია კილაძეს: თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა [ვიდეო]
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია, თუ რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კილაძის შეფასებით, „კომიტეტის თავმჯდომარე (ეკა ბესელია) ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით არ აძლევს“. აღნიშნულ განცხადებას კომიტეტის უკვე გადამდგარი თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა: "კარგია, რომ ერთ პოზიციაზე ხართ თქვენ და სალომე სამადაშვილი. მე ეს ძალიან მახარებს", - ასე უპასუხა კილაძის კრიტიკას ბესელიმ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე განაცხადა, რომ მის კომიტეტში თითოეულ ადამიანს აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა, მიუხედავად მისი პოზიციისა. ეკა ბესელიას არც ეს კომენტარი დაუტოვებია შეფასების გარეშე და სოფო კილაძეს მიმართა: „ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა“.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)